Description
სერია „ისწავლე კითხვა“ აერთიანებს ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს და განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უკვე იციან ანბანი სრულად, შეუძლიათ ცალკეული წინადადებების ამოკითხვა და მზად არიან, გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე – „წაიკითხონ მთელი წიგნი“.
სერიის თითოეულ წიგნს ბოლოში ერთვის სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებას გაუადვილებს.
სერია დაყოფილია 5 საფეხურად და ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე თანდათან გადადის მარტივი ტექსტიდან რთულზე – თანდათან რთულდება როგორც ლექსიკა, ისე სინტაქსი.