ბანერი-დაწყებითი-საფეხურის-დამხმარე-რვეულები

სკოლებში სასწავლო პროცესი სულ ახლახანს განახლდა და „სულაკაურის გამომცემლობაც“ სიახლეებს სთავაზობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. 2018-2024 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ აუცილებელ კომპონენტებთან ერთად, გამომცემლობა იმ მასწავლებლებსა და სკოლებს, რომლებმაც სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოები აირჩიეს, დამატებით სასწავლო რესურსებსაც სთავაზობს. თითოეული საგნისთვის, რომლისთვისაც ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებით საფეხურზე სავალდებულო კომპონენტს არ წარმოადგენს წიგნის რვეული, გამომცემლობა რეკომენდაციას უწევს პედაგოგებს გამოიყენონ შემოთავაზებული მასალა.

დამატებითი სამუშაო რვეულები მოიცავს შემდეგ საგნებს: მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება და ინგლისური. დამხმარე მასალა პედაგოგებს ხელს უწყობს, ერთი მხრივ, დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცოდნა შეამოწმონ და ამასთანავე, უკვე ათვისებული ცოდნა განუმტკიცონ თავიანთ მოსწავლეებს.

მათემატიკაში დამატებითი რვეულები შექმნილია III, IV, V და VI კლასებისთვის. ავტორები: გ. ბერიშვილი, ი. კოტეტიშვილი, ბ. სულაკაური, ნ. ჯაფარიძე, მ. წილოსანი.

ბუნებაში სახელმძღვანელოების გრიფირებული კომპონენტების გარდა, გთავაზობთ სავარჯიშო რვეულებს III-VI კლასებისთვის. აქ მოცემული მრავალფეროვანი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. ავტორები: გ. კვანტალიანი, ლ. მიქიაშვილი, თ. კვანტალიანი, მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი.

ხელოვნებაში, I-II კლასებში სახელმძღვანელო მხოლოდ მასწავლებლებისთვისაა განსაზღვრული, ამიტომ გამომცემლობა გთავაზობთ მოსწავლის სამუშაო რვეულებს, რომლებშიც სხვადასხვა ტიპის სახალისო და პრაქტიკული დავალებაა გაერთიანებული. რვეულები მოსწავლეებს დაეხმარება მოტორული უნარების განვითარებაში, აგრეთვე, ელემენტარული მასალებისა და იარაღების ხმარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ხოლო მასწავლებლებს ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესი სახალისოდ წარმართონ. მათი გამოყენება შეუძლია ხელოვნების ყველა მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ავტორთა სახელმძღვანელოებს იყენებს კლასში. ავტორები: ბ. იოსელიანი, ს. ქებურია.

ინგლისურ ენაში გამომცემლობამ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შესთავაზა სერია New Building Blocks. სახელმძღვანელოს მიხედვით შეიქმნა დამხმარე კომპონენტები: სავარჯიშო რვეული პირველკლასელთათვის სახალისო დავალებებით, რომელიც დაეხმარება პირველკლასელებს ნასწავლის უკეთ დამახსოვრებაში, მასწავლებლებს კი – გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში. ინგლისურ ენაში ასევე შექმნილია წერის დედანი – საწერი ბადე, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სურვილისამებრ პირველ და მეორე კლასებში. წერის დედანში მოცემულია ინგლისური ანბანი და მეორე კლასში ნასწავლი ზოგიერთი სიტყვა თუ მარტივი წინადადება. წერის დედანი ხელს შეუწყობს მოსწავლის მოტორული უნარების განვითარებას და მარტივ დასწავლას. სერიის ადაპტაციის ავტორი: თ. ჯაფარიძე.

გარდა ამისა, ინგლისურ ენაში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ვთავაზობთ ტესტებს შემაჯამებელი სამუშაოსთვის.

ასევე, სულაკაურის გამომცემლობა განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.100 ლარის შენაძენის შემთხვევაში, გამომცემლობა უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას უფასოდ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ხოლო 300 ლარიდან ზევით, ტრანსპორტირებასთან ერთად, მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ეს და სხვა დამხმარე სახელმძღვანელოები, სასწავლო მასალები და განახლებული, 2019-2020 სასწავლო წლის საგანმანათლებლო კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ გამომცემლობის ვებგვერდზე.

აღნიშნული სასწავლო მასალის შეძენა შესაძლებელია სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებსა (ჭავჭავაძის 15, ცინცაძის 2, გალერეა თბილისი) და წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსას“ ყველა ფილიალში.

საკონტაქტო ნომერი: 2 91 09 54

Tags: