უფასო!

ՄԱԹԵՄԱՏԻԿԱ 5 ՄԱՍ 2

Աշակերտի դասագիրք

ავტორები: მ. წილოსანი, ნ. ჯაფარიძე, ნ. წულაია

წიგნი დაეხმარება სომხურენოვან მოსწავლეს, მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ის თემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული თემები, თარგმანი კი შესრულებულია მაღალ დონეზე და დამტკიცებულია ექსპერტების მიერ.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

მათემატიკა 5 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში აზროვნების უნარის განვითარებაა. ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნიშვნელოვანია, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.

მათემატიკა 5 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველი თავი დაყოფილია პარაგრაფებად. აქედან თითოეულს ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.

ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.

პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. 

მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა.

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

V კლასი

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე