ადაპტირებული-კლასიკა

ლექცია-ვებინარი: როგორ გამოვიყენოთ „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“ დისტანციური სწავლებისას და ზაფხულის არდადეგებზე სამუშაოდ.

არდადეგებზე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა მასწავლებლებისთვის, სასწავლო პროცესის დაგეგმვის მსგავსად, საპასუხისმგებლო საქმეა და შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ყურადღებაც სჭირდება, რადგან შესასრულებელი დავალებების განსაზღვრა, დამოუკიდებლად მუშაობისთვის მოტივაციის მიცემა და ამავდროულად, მაქსიმალური შედეგის მიღება ხანგრძლივი განშორების ფონზე, რთულია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების ფსიქოლოგები არდადეგებზე მოზარდების სწავლით/მეცადინეობით დატვირთვას სიფრთხილით ეკიდებიან.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ისეთი კლასგარეშე ლიტერატურისა თუ დამხმარე სასწავლო რესურსის შერჩევა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, სწავლასა და დასვენებას შორის დრო თანაბრად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაანაწილოს.

„სულაკაურის გამომცემლობის“ ახალი სერია „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“ ამ მხრივ განსაკუთრებულია. სერია აერთიანებს ინგლისურენოვან, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებსაც ერთვის სავარჯიშოები და აუდიომასალა. სერიით გამოიცა 12 დასახელება და მოიცავს A1-B2.2 საფეხურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს დონე და ტექსტი, რითაც მოსწავლეს გაუადვილებს დამოუკიდებლად მუშაობას.

„ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“ დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს, ვინაიდან სერიის კონცეფცია სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას – უცხო ენების სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს. გარდა ამისა, სერია დაეხმარება მათ ეროვნული თუ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებაში.

წიგნების შინაარსი და სტრუქტურა უცხო ენის შესწავლის თუ ცოდნის გაღრმავების პროცესს ნებისმიერ საფეხურზე გაამარტივებს და, ამავდროულად, ეფექტიანს გახდის. სწორედ ამ სტრუქტურის დამსახურებით ტექსტების გაცნობა-დამუშავება შესაძლებელია როგორც კლასში, ასევე დამოუკიდებლად, – შინ თუ არდადეგებზე.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ტექსტის გაცნობამდე, სერია მოსწავლეს საშუალებას აძლევს, წაიკითხოს ავტორის შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები, გაეცნოს მნიშვნელოვან ფაქტებს მწერლის მშობლიური ქვეყნისა და იმ კულტურის შესახებ, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ამგვარი „შემზადება“ გაუადვილებს მას ტექსტის შინაარსის აღქმას.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სერიის შემადგენელ წიგნებში არ გვხვდება გაბმული თხრობა, არამედ თითოეული ტექსტი დაყოფილია თავებად და ისეა აგებული, რომ კითხვის პროცესში მოსწავლე არ იღლება; ხოლო ახალი სიტყვები, გრამატიკული ფორმები თუ სხვა ტიპის ინფორმაცია შერჩეულია განსაზღვრული დოზით, რათა მოსწავლემ ადვილად შეითვისოს, გააანალიზოს და დაიმახსოვროს ისინი.

ცხადია, ამ პროცესს ხელს უწყობს თითოეულ თავს დართული დავალებები. მრავალფეროვანი სავარჯიშოები მიმართულია შემდეგი კომპეტენციების განვითარებისკენ: comprehension, interpretation, 4 language skills, grammer, vocabulary, CLIL, culture, intertextuality, external certificate practice, using the internet და მოსწავლეებს უყალიბებს კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავარჯიშოები მოცემულია სირთულის მიხედვით – მარტივიდან რთულისაკენ. გვხვდება pre, during, post კითხვისა და მოსმენის, process და product writing შესაფერისი დავალებები.

სავარჯიშოების პასუხებისა და აუდიომასალის გაცნობა შესაძლებელია „სულაკაურის გამომცემლობის“ ციფრული სკოლის ვებგვერდზე.

ნინო სარაული – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, PH-International, ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი. განათლების სამინისტროს კურიკულუმის ექსპერტი. მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი.

Tags: