sulakauris-gamomcemloba-skolebisa-da-bagebistvis-2019

თქვენ წინაშეა „სულაკაურის გამომცემლობის“ საგანმანათლებლო კატალოგი, რომელიც სპეციალურად სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის შევქმენით. ჩვენმა გუნდმა ძალა არ დაიშურა, რათა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საგანმანათლებლო მასალის ძიება უფრო გაემარტივებინა და ეფექტიანი გაეხადა. „სულაკაურის გამომცემლობის“ სასკოლო და სკოლამდელი აღზრდისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკა სულ უფრო იზრდება და მრავალფეროვანი ხდება.

რას არ შეხვდებით ჩვენთან: ბავშვებს ისევ არ ვუტოვებთ დროს მოსაწყენად. მათთვის ნაცნობ და საყვარელ თავსატეხების სერიას ორი კრებული შევმატეთ. გთავაზობთ 4 ახალ წიგნსაც 9-12 წლის ბავშვებისთვის გონების გასავარჯიშებლად (გვ: 70-73). სიხარულით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ, უკვე ძალიან პოპულარულ სერიას – „ნამდვილი და მოგონილი ამბები“. სპეციალურად შერჩეული ლიტერატურული ტექსტებისა და რეალური ამბების შესწავლით მოზარდები ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებასა და წერას შეძლებენ (გვ: 20-21).

„ისწავლე სახლში“ ჩვენი გამომცემლობის შედარებით ახალი სერიაა. ამ სერიის წიგნებით სასკოლო გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, ხოლო მშობლებს, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ შვილების განათლებაზე, სახლის პირობებში მთელი სასწავლო კურსის წარმართვის საშუალება ეძლევათ. სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს სწავლის პროცესს. (გვ: 22-23).

ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის განათლება სინთეზურ სწავლებას ეყრდნობა. ამისთვის ინტეგრირებული გაკვეთილების სახელმძღვანელო „სტარტი“ შევქმენით. „სტარტმა“ წარმატებით გაიარა პილოტირება რამდენიმე სკოლაში და ახალ, რეალურ და ვირტუალურ კლასებთან შესახვედრად ემზადება (გვ: 36-41).

„საბავშვო კლასიკა ქართულად“ და „საბავშვო კლასიკა ინგლისურად“ – ამ ახალი სერიებით კიდევ ერთი დიდი თავგადასავალი იწყება. ქართული და ინგლისური ენების უკეთ სწავლასა და სწავლებაში ამჯერად მსოფლიო საბავშვო კლასიკა დაგეხმარებათ (გვ:16-19) და (გვ: 52-55).

ჩვენმა გამომცემლობამ სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებზე, 3-6 წლის ბავშვების მშობლებზე და რაც ყველაზე მთავარია, ამ ასაკის ბავშვებზეც იზრუნა. მათთვის შემეცნებითი და გასართობი ხასიათის არაერთი წიგნი მოვამზადეთ (გვ: 75-79).

ამ ყველაფერთან ერთად კი, განსაკუთრებული სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს ციფრულ სკოლას – sulakauri.edu.ge. ისწავლეთ და ასწავლეთ ყველგან, სადაც ინტერნეტია.

Tags: