დიპლომატიის ისტორია

წიგნი 3

11,90 . 12 თვე, 1 გადახდა

“დიპლომატიის ისტორია (1920-1939)” მორიგი, მესამე ნაწილია სერიისა, რომლის წინა წიგნებშიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის დიპლომატიის ისტორიაა მიმოხილული. თავის ახალ ნაშრომში თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ და მსუბუქად, ამავე დროს, სიღრმისეულად მოგვითხრობს გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ევროპის პოლიტიკურ ყოფაზე და იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებმაც შემდგომ მეორე მსოფლიო ომის ბედი განსაზღვრა. სხარტი, ლაღი ენით დაწერილ ტექსტში მკითხველი ბევრს შეიტყობს მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მთავარი დიპლომატიური თამაშებისა და მათი წარმმართველების შესახებ.

გადახედვა

დიპლომატიის ისტორია

წიგნი 2

10,90 . 12 თვე, 1 გადახდა

ევროპის ძველი და თითქოსდა მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ღრმა და, რაც მთავარია, ნიჭიერად დაწერილი ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავ მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ და პარადოქსულ დეტალებს შეიტყობთ 100 წლის წინანდელი ევროპის შესახებ.

გადახედვა

დიპლომატიის ისტორია

წიგნი 1

10,90 . 12 თვე, 1 გადახდა

“დიპლომატიის ისტორია (XIX საუკუნე)” ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით.

გადახედვა