უფასო!

ԿԵՆՍԱԲԱՆՈՒԹՅՈՒՆ 7

Աշակերտի գիրք

ავტორები: რ. ახვლედიანი, ნ. შათირიშვილი

წიგნი დაეხმარება სომხურენოვან მოსწავლეს, მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ის თემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული თემები, თარგმანი კი შესრულებულია მაღალ დონეზე და დამტკიცებულია ექსპერტების მიერ.

წიგნის გადახედვა 
Compare

აღწერა

ბიოლოგია 7 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ტექსტებს, რომლებიც არაა დიდი მოცულობის. ყველა თემას ახლავს პრაქტიკული სამუშაო და ცდა.

სწავლა კეთებით ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა ბუნებისმეტყველების სწავლებისას.

ასევე, სავარჯიშოებში მოცემული სქემების შევსებისას, მოსწავლე კიდევ უფრო განიმტკიცებს ცოდნას, სწავლობს ინფორმაციის დახარისხებასა და ძირითადი საკითხების ამოკრებას ტექსტიდან.

ციკლი „ეს საინტერესოა“ კი აღრმავებს მათ ცოდნას. მოსწავლეები უამრავ საინტერესო ინფორმაციას იღებენ ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რაც მათ ერუდიციას აღრმავებს.

დამატებითი ინფორმაცია

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე

კლასი

VII კლასი