Description
ხელოვნება 9 (მოსწავლის წიგნი) აგრძელებს მე-7 (ძველი სამყაროს ხელოვნება) და მე-8 კლასის ( შუა საუკუნეების, აღორძინება და ბაროკო) სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ხაზს და მე-9 კლასის სახელმძღვანელოში აერთიანებს XIX – XXI საუკუნეების ხელოვნების საკვანძო ეტაპებს, მათი წარმოქმნის მიზეზებს, ადრინდელი ეპოქების და უცხო კულტურების ურთიერთგავლენებს. პარალელურად განიხილება ამავე პერიოდის საქართველოს ხელოვნება.
მასალა გაერთიანებულია ესგ – სტანდარტით გათვალისწინებული ორი თემატური ბლოკის გარშემო:
- „საზოგადოება და ხელოვნება“
- „გარემო და ხელოვნება“
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი პრაქტიკული დავალებები გააცნობს მოსწავლეებს სხვადასხვა მიმდინარეობისა თუ ხელოვანისთვის დამახასიათებელ მხატვრულ და ტექნიკურ ხერხებს.