აღწერა
მათემატიკა 9 ნაწილი 1 (მოსწავლის წიგნი) სრულად უზრუნველყოფს ამ საფეხურზე მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.
მოსწავლის წიგნი მოიცავს პარაგრაფებს, რომლებსაც ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები. სახელმძღვანელო მოიცავს რუბრიკებს:
- ამოცანა დამოუკიდებელი კვლევისთვის
- მოიფიქრე
- პროექტი დამოუკიდებელი კვლევისთვის
- მათემატიკის მოყვარულთათვის
- მოვემზადოთ შემდეგი გაკვეთილისათვის
მრავალფეროვანი დავალებები და ამოცანები დაეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილი მოარგოს მოსწავლეთა საერთო და ინდივიდუალურ საჭიროებებს.
მასწავლებელს თავადაც შეუძლია, შეადგინოს მსგავსი ამოცანები მოცემული ნიმუშების მიხედვით. ამ ამოცანათა ამოხსნის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხედვა დაეხმარება მასწავლებელს და შესძენს არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ხერხების გამოყენების გამოცდილებას.