აღწერა
მათემატიკის გაერთიანებულ გამოცემის სახელმძღვანელოებში, წინა გამოცემებისგან განსხვავებით, ცალ-ცალკე აღარ არის მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული. ისინი გაერთიანებულია და მოსწავლის წიგნშივე უნდა იმუშაოს. ეს გახლავთ გაერთიანებული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი მათემატიკის სრული კურსები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სასწავლო რესურსად.
მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია, მოზარდში აზროვნების უნარის განვითარება.ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნშივნელოვანია, მათემატიკის იმ “ანბანის” ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.
წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. ის დაყოფილია თავებად, ყოველი თავი კი – პარაგრაფებად. პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი “ტესტი თვითშემოწმებისათვის”. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა. ვფიქრობთ, თვითშეფასების რუბრიკის საშუალებით მოსწავლე ჩართული იქნება საკუთარი სწავლის მიზნების ჩამოყალიბებასა და სწავლის პროცესის მართვაში.