ნაბიჯ – ნაბიჯ 1

ავტორი: ო. ბიწაძე, მ. მახათაძე

წიგნის გადახედვა
Compare
არტიკული: 9789941377457 კატეგორია: , ჭდე:

აღწერა

ნაბიჯნაბიჯ“ (მხიარული ამბები და სავარჯიშოები) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შექმნილი კრებულია, რომელიც ბავშვების ასაკობრივი კატეგორიისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დაწერილ ტექსტებსა და სავარჯიშოებს აერთიანებს. კრებულის უმთავრესი მიზანი წაკითხულის გააზრების, მახსოვრობისა თუ ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ საგანგებოდ კრებულისთვის დაწერილ ტექსტებს თან ახლავს შესაბამისი ილუსტრაციები და სავარჯიშოები, რომლებზე მუშაობაც ბავშვებს აზროვნების გაუმჯობესებასთან ერთად მომავალ მკითხველებად ჩამოყალიბებაშიც შეუწყობს ხელს. თითოეული საფეხურისთვის განკუთვნილ კრებულში ტექსტებისა და სავარჯიშოების მოცულობა და სირთულე ეტაპობრივად, ნაბიჯნაბიჯ იცვლება, რაც, საბოლოოდ, მასწავლებლებსა და მშობლებს მკითხველი, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის მქონე თაობის აღზრდაში დაეხმარება.