აღწერა
ქართული ლიტერატურის წიგნი აგებულია სტანდარტში მოცემული თავების მიხედვით და აერთიანებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ და თანამედროვე ტექსტებს, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილია.
სხვადასხვა ჟანრის ტექსტები დამუშავებულია თემატური შეკითხვებისა და მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით. თითოეულ საკითხს ახლავს პრაქტიკული სავარჯიშო წაკითხული ინფორმაციის გასამყარებლად.
- რუბრიკა „ჩვენ გირჩევთ“ აერთიანებს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს დავალების შესასრულებლად.
- რუბრიკა „ეს უნდა იცოდე “ მოიცავს საინტერესო ინფორმაციას, რომელიც აამაღლებს მოსწავლის ზოგადი განათლების დონეს.
ქართული ენის სახელმძღვანელო შედგება პარაგრაფებად დაყოფილი ხუთი თავისაგან:
- შესავალი
- წინადადების წევრები
- მარტივი წინადადების სინტაქსი
- შერწყმული წინადადება
- რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადება.
ენის სახელმძღვანელო შექმნილია შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული თეორია;
- მრავალფეროვანი დავალებები და აქტივობები, კოგნიტური სქემები;
- კომიქსური სტილის, მოზარდისთვის მიმზიდველი ილუსტრაციები;
- წინარე ცოდნის გამააქტიურებელი კითხვები;
- ფუნქციური და დასამახსოვრებელი რუბრიკები: ,,დააკვირდი“, ,,დაიმახსოვრე“, ,,ჭეშმარიტია თუ მცდარია“.
- ინდუქციური მეთოდი, რათა მოსწავლე თავისი დაკვირვებითა და ლოგიკური აზროვნებით მივიდეს თეორიულ ნაწილამდე.