აღწერა
ქართული, როგორც მეორე ენა 7 (მასწავლებლის წიგნში) მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი რეკომენდაციები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების პროცესისთვის. დეტალურადაა ახსნილი, როგორ უნდა შესრულდეს წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული დავალებები და სავარჯიშოები.
თითოეული თემის დამუშავებისას შემოთავაზებულია კონკრეტული კომპეტენციების შეფასების რუბრიკები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებისთვის. ასევე, წარმოდგენილია შემაჯამებელი ქვიზების ნიმუშები და საშინაო დავალების შესაძლო ვარიანტები.