ბანერი-რატომ-უნდა-აირჩიოთ-სულაკაურის-გამომცემლობის-1-6-კლასის-სახელმძღვანელოები

[vc_row][vc_column][vc_column_text]სასკოლო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ 2017 წლის 26 ივნისს გამოცხადდა დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი, რომელიც სადაცაა გადამწყვეტ ფაზაში შევა: მალე ცნობილი გახდება შედეგები, რის შემდეგაც სკოლებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ გრიფმინიჭემული სახელმძღვანელოს სერიებიდან ერთ-ერთი. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სოციალურ ქსელსა თუ მედიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ზეპირ საუბრებზე, დღეს აქტიურად განიხილავენ სახელმძღვანელოებსა და გრიფირების კონკურსს. გამომცემლობებიც აქტიურად აწვდიან მკითხველებს ინფორმაციას მათ რედაქციაში მომზადებულ სასწავლო რესურსებზე.

ერთ-ერთი მათგანი შპს „სულაკაურის გამომცემლობაა“, რომლის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოების უმეტესობამ, როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ექსპერტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც ავტორთა და საგამომცემლო გუნდის ერთობლივი შრომის შედეგია.

რით გამოირჩევა

სულაკაურის გამომცემლობის“ ავტორთა ჯგუფების მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები და რატომ უნდა შეაჩეროს სასკოლო საზოგადოებამ მათზე არჩევანი? – სწორედ ამ და სხვა კითხვებზე ვუპასუხებთ წინამდებარე სტატიაში.

პირველი, რაც ყველა ტიპისა თუ საგნის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, ისაა, რომ გამომცემლობა დაწყებითი საფეხურისთვის სრულ საგანმანათლებლო კურსს გვთავაზობს: პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და არა I-IV ან V-VI კლასებისთვის, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, სწავლების პროცესი განახორციელოს უწყვეტად. ამასთან, სამომავლოდ, გამომცემლობა ყველა საგანში გეგმავს კურსის გაგრძელებას.

დაწვრილებით ინფორმაციას გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შესახებ იხილავთ გამომცემლობის ვებ-გვერდზე www.sulakauri.ge, სადაც განთავსებულია სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები:

ასევე საგანმანათლებლო კატალოგში, რომელიც საჩუქრად გადაეცემათ მსურველებს „სულაკაურის წიგნის მაღაზიასა“ (თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 15) და „სანტა ესპერანსას“ ფილიალებში (თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12; ანა კალანდაძის 4; ვაჟა-ფშაველას გამზ. 73; ჭავჭავაძის გამზ. 10;  ბათუმი, გამსახურდიას 18; ქუთაისი, წმ. ნინოს 13). კატალოგის ბოლო გვერდზე მოცემული ვაუჩერი საშუალებას მოგცემთ 2018 წლის ბოლომდე ერთჯერადად ისარგებლოთ ამავე მაღაზიებში „სულაკაურის გამომცემლობის“ ნებისმიერი წიგნის შეძენისას 20 %-იანი ფასდაკლებით.

ქვემოთ მოცემულია იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლებშიც გამომცემლობამ მოამზადა სახელმძღვანელოები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით: 

ქართული I-VI (ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე, მარინე ბედოშვილი, გვანცა ჩხენკელი, თეა ქიტოშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, თეა გაბისონია)

მათემატიკა I-VI (გურამ ბერიშვილი, იათამზე კოტეტიშვილი, სულაკაური, ნანა ჯაფრიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი)

ბუნება I-VI (გიორგი კვანტალიანი, ლელა მიქიაშვილი, თამარ კვანტალიანი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი)

ხელოვნება I-VI (ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია)

ინგლისური ენა I-VI (ადაპტაციის ავტორი: თამარ ჯაფარიძე)

გერმანული ენა V-VI (ადაპტაციის ავტორები: შორენა კვანჭიანი, ნინო გიორგანაშვილი)

საგნები

ქართული I-VI კლასები (ID 150, 152, 153, 154) – პირველ კლასში ავტორები ორ ალტერნატივას გვთავაზობენ:

ა) იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“ ორი ნაწილისაგან შედგება და ერთ წიგნშია თავმოყრილი. პირველს „ქართული ანბანი“ ჰქვია და თითქმის სრულად მიჰყვება 1912 წლის რედაქციას; კერძოდ, უცვლელადაა გადმოტანილი ასოების შემოტანის რიგი. მეორე ნაწილში კი, რომლის სახელია „დედა ენის კვალზე“, უმთავრესად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან“ აღებული ტექსტებია, აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით. ძველსა და განახლებულ გამოცემებს შორის არსებითი განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ სავარჯიშოებსა და ილუსტრირებაში – შავ-თეთრი ილუსტრაციები შეცვლილია თანამედროვე ბავშვისათვის ადვილად აღსაქმელი ფერადი ნახატებით.

ბ) თანამედროვე ავტორების მიერ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შედგენილ სახელმძღვანელოს, რომელმაც ექსპერტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

რა თქმა უნდა, ორივე კომპლექტი გთავაზობთ მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებს, სავარჯიშოების რვეულსა და წერის დედანს.

სახელმძღვანელო სრულად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სწავლების სტანდარტის ყველა მოთხოვნას. მისი მთავარი მიზანია, შეაყვაროს ბავშვს მშობლიური ენა, გაუღვივოს ინტერესი გრამატიკისა და ლიტერატურისადმი, აქციოს ის შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილედ და ინიციატორად. ამიტომ სახელმძღვანელოში შესულია არა მხოლოდ კლასიკური, არამედ თანამედროვე ტექსტები და მნიშვნელოვანი თეორიული მასალა, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საგნისადმი. კურსის მასალა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას.

მათემატიკა I-VI კლასები (ID 148, 149) – სახელმძღვანელო აგებულია შემდეგი პრინციპით: მოსწავლის წიგნი შეიცავს თავებს,  თითოეული თავი კი – პარაგრაფებს. ყოველი პარაგრაფი იწყება თანმიმდევრული და ამომწურავი თეორიული მასალით, რომელსაც ახლავს სავარჯიშოები როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობისთვის. სავარჯიშოები მოცემულია არა მხოლოდ პარაგრაფის, არამედ ყოველი თავის ბოლოსაც შემაჯამებელი დავალებებისა და ტესტების სახით, რაც მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის შემოწმებასა და თვითშეფასებაში. თითოეული კლასის მოსწავლის წიგნის ბოლოს მოცემული სხვადასხვა სირთულის ამოცანები უზრუნველყოფს მთელი კლასის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ამა თუ იმ მოსწავლის შესაძლებლობების მიუხედავად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების გარდა, სახელმძღვანელო გამორჩეულია  რუბრიკათა სიმრავლითაც. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, კლასშივე ან კლასგარეშე შეასრულონ როგორც  ჯგუფური, ისე ინდივიდუალური პროექტები. მოსწავლის წიგნის არეებზე გატანილი მათემატიკური თავსატეხები და სახალისო ამოცანები საინტერესოდ აქცევს საგაკვეთილო პროცესს.

ბუნება I-VI კლასები (ID 155, 156) – ბუნების სახელმძღვანელოს მოსწავლის წიგნების თითოეული პარაგრაფი მოიცავს ტექსტებს, ილუსტრაციებსა და დავალებებს, რომელთა უმეტესობა გაკვეთილზევე სრულდება. აქვე მოცემულია შეკითხვები და რუბრიკები: „ეს საინტერესოა“ ან „დაიმახსოვრე“, ასევე – პრაქტიკული სამუშაოები (დაკვირვება, ჩაატარე ცდა, პროექტი), რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

ახალი ტერმინები ტექსტში განსხვავებული (მუქი) შრიფტითაა გამოყოფილი, რაც აადვილებს მათ გააზრება-დამახსოვრებას.

მასწავლებლის წიგნში მოცემულია შემაჯამებელი ტესტების ნიმუშები პასუხებითურთ. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია ამ ტესტების გამრავლება და გაკვეთილზე გამოყენება. მასწავლებლის წიგნშივე მრავლადაა დამატებითი სარეკომენდაციო აქტივობები დიფერენცირებული სწავლებისთვის.

ხელოვნება I-VI კლასები (ID 157, 158) – ხელოვნების I-II კლასების სახელმძღვანელო არ შეიცავს მოსწავლის წიგნს, მასწავლებლისთვის კი ყოველი გაკვეთილი გაწერილია დაწვრილებით სცენარებად და მოიცავს სრულ ინფორმაციას მოსწავლეებისთვის მისაწოდებელი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს შესახებ. გაკვეთილების თეორიული ნაწილი უშუალო, სახალისო დიალოგებადაა წარმოდგენილი.

სახელმძღვანელოს მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და შემდგომი განვითარება, ხელოვნებისადმი და ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივება. სახელმძღვანელოს დახმარებით მოსწავლეები შეიძენენ ისეთ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ელემენტარული მასალებისა და იარაღების ხმარება; გაეცნობიან ხელოვნების დარგებსა და ჟანრებს, სახვითი ხელოვნების ზოგიერთ ელემენტს; ისწავლიან მეგობრებთან ერთად მუშაობას და სამუშაო გარემოს მოწესრიგებას; მიეჩვევიან ინსტრუქციის გაგებასა და შესრულებას.

განუვითარდებათ მოსწავლეთა შემოქმედებითი და საინტერპრეტაციო უნარები; გაუღვივდებათ ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობისადმი და ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესი; გაეცნობიან საკუთარ და სხვათა კულტურულ მემკვიდრეობას  და ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება.

ინგლისური ენა I-VI კლასები (ID 161, 162) – სერიები NEW BUILDING BLOCKS (NBB 1-4) და NEW BUILDING BRIDGES (NBB 5-6)  ზედმიწევნით ასახავს თანამედროვე ინგლისურ ენაში შესულ ცვლილებებს, მის ზოგად თავისებურებებსა და მათი სწავლების მეთოდებს; მოიცავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველი უცხოური ენის რეცეფციული (კითხვა/ მოსმენა) და პროდუციული (ლაპარაკი/წერა) უნარების I-IV, V-VI კლასებისათვის განსაზღვრული სტანდარტის ყველა საჭირო კომპონენტს.

სერიის თითოეულ წიგნში წარმოდგენილი დამატებითი მასალიდან და მასწავლებლის წიგნებში მოცემული არჩევითი სავარჯიშოების სიუხვიდან გამომდინარე, NBB თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ პირველი უცხოური ენის დადგენილი საათობრივი ბადით მომუშავე საჯარო სკოლებმა, არამედ ინგლისური ენის გაძლიერებულ რეჟიმში სწავლების მქონე სკოლებმა და ენების დამოუკიდებელმა ცენტრებმაც.

კურსი მოწოდებულია, მაქსიმალურად გაუადვილოს მოსწავლეებს უცხოური ენის შესწავლა. იგი, ამავდროულად, მოიცავს დამატებით მასალასაც (ბარათებსა და პოსტერებს), რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ენის შესწავლის პროცესი მარტივად მოარგონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

გერმანული ენა V-VI კლასები (ID – 159) – სახელმძღვანელო Wir neu (A1.1-A1.2) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხო ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება.

სულაკაურის გამომცემლობის მიერ მომზადებულმა სასწავლო რესურსებმა განათლების ექსპერტთა განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც ოცწლიანი გამოცდილების მქონე საგამომცემლო გუნდის დაუღალავი შრომისა და მკითხველის ერთგულების შედეგია. სწორედ ამიტომ ელის ახალი სახელმძღვანელოების ბაზარზე გამოჩენას სასკოლო საზოგადოება“, – აცხადებენ „სულაკაურის გამომცემლობაში“.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Tags: