რა ხდება ხოლმე, როცა ბავშვს სთხოვთ, დაჯდეს და მათემატიკის დავალება შეასრულოს? თუ განსაკუთრებულად არ უყვარს ეს საგანი, როგორც წესი, იწყებს ბუზღუნს, იგონებს ათას მიზეზს, რომ დრო გაწელოს და ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინოთ. შეიძლება დაგიჯეროთ კიდეც, მაგრამ შუა გზაში მოჰბეზრდეს და მეცადინეობა მიატოვოს.

ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია ბავშვის პირველი შეხება მათემატიკასთან. გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიგიათ ან გითქვამთ კიდეც, ეს ფრაზა: რა საჭიროა მათემატიკის ცოდნა, ტელეფონითაც მშვენივრად დაითვლი ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ ასეთი გზავნილი უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. შედეგად, ის მათემატიკას აღიქვამს, როგორც რაღაც ძალიან ბუნდოვანს, არასაჭიროს და რთულს.

უპირველესად, სცადეთ დაანახვოთ, რომ მათემატიკა მათი ყოველდღიურობაა: აი, მაგალითად, თუ დაითვლის დღის განმავლობაში განვლილ ნაბიჯებს, ან თუ ყულაბაში აგროვებს ფულს და გონებაში ითვლის, რა თანხა დაემატა,  ან თუნდაც ყოველდღე სკოლის სასადილოში საყვარელი სასუსნავისთვის თანხას გადაითვლის – მათემატიკაა.

კიდევ ერთი საშუალება საგნის შესაყვარებლად გონების სავარჯიშოებია.   თავსატეხების პირობები გაცილებით სახალისო და მრავალფეროვანია. ამასთან, თავსატეხების ამოხსნა უფრო თამაშს ჰგავს, ვიდრე საშინაო დავალების მომზადებას, და მოსწავლე მას უფრო მეტი ხალისით ასრულებს.

სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით შეიქმნა „სულაკაურის გამომცემლობის“ თავსატეხების სერია, რომელიც ხუთ წიგნს აერთიანებს:ლოგიკური, მათემატიკური, სახალისო თავსატეხები, გამრავლება-გაყოფა და გონების სავარჯიშოები. ამ წიგნებში შეხვდებით ილუსტრაციებით გაფორმებულ ამოცანებს, ფაზლებს, კროსვორდებს, სუდოკუებსა და მეხსიერების სავარჯიშოებს.

ყველა წიგნს დართული აქვს თითოეული სავარჯიშოს პასუხი, ასე რომ, ბავშვი დამოუკიდებლად მუშაობასაც ადვილად შეძლებს.

სერიას გამომცემლობამ პირობითად განუსაზღვრა ასაკობრივი კატეგორია და მას 8 + მიანიჭა. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ მათი შვილების და მოსწავლეების უნარებიდან გამომდინარე, ერთად გადაწყვოტონ რომელი ასაკიდან დააწყებინონ თავსატეხებით სარგებლობა.

გარდა ამისა, თავსატეხები შესანიშნავი თავშესაქცევია უფროსებისთვისაც. ასე რომ, მოიმარაგეთ სერიის წიგნები და მოაწყვეთ მხიარული ინტელექტუალური თამაშები.

წიგნების სანახავად გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

Tags: