ჩვენო ძვირფასო მომხმარებელო!

„სულაკაურის გამომცემლობა“ ეხმაურება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გეგმავს თავისი წვლილი შეიტანოს დისტანციური საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ წარმართვაში.

იმისთვის, რათა მოსწავლეებმა უწყვეტად შეძლონ ცოდნის მიღება, მასწავლებლებს მაქსიმალურად გაუადვილდეთ დისტანციური სწავლება და მშობლებს შვილებისთვის სახელმძღვანელოები ყველგან ხელმისაწვდომი ჰქონდეთ, გამომცემლობამ სასწავლო რესურსების ელექტრონული ვერსიები სრულიად უფასო გახადა.

sulakauri.edu.ge შესაძლებლობას გაძლევთ, გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო რესურსების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო, სამთვიანი წვდომა მიიღოთ. სამთვიანი უფასო პაკეტის გააქტიურებას გახანგრძლივებული არდადეგების ბოლომდე, 31 მარტის ჩათვლით შეძლებთ.

იმისთვის, რომ გაგიადვილდეთ ჩვენი ციფრული რესურსებით სარგებლობა, გაგაცნობთ ინსტრუქციას:

sulakauri.edu.ge-ზე შესვლის შემდეგ, მოძებნეთ გრაფა „შესვლა“. აქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მეილის ან ფეისბუქის საშუალებით. თუ ირჩევთ მეილით რეგისტრაციას, შეავსეთ ცარიელი ველები: შეიყვანეთ თქვენი მეილი, პაროლი, შემდეგ გაიმეორეთ პაროლი დასადასტურებლად. ფეისბუქით რეგისტრაციისთვის, უბრალოდ, დააჭირეთ ფეისბუქის ნიშანს.

ამის შემდეგ თქვენ უკვე შესული ხართ საიტზე. შეგიძლიათ, მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სახელმძღვანელო ან დამხმარე სასწავლო რესურსი (საგნის, კლასის მიხედვით). მიუახლოვეთ მაუსი შერჩეულ წიგნს, გამოგიჩნდებათ კალათაში დამატების გრაფა. დაამატეთ კალათაში და წაიკითხეთ.

აქვე გაცნობებთ, რომ საიტზე ყოველი შესვლის შემდეგ ისევ დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა: როდესაც შეხვალთ, კვლავ მოძებნეთ გრაფა „შესვლა“ და იქიდან შებრძანდით სისტემაში.

შეგახსენებთ, რომ sulakauri.edu.ge-დან შეგიძლიათ მხოლოდ ციფრული ვერსიის შეძენა და წაკითხვა, და არა მასალის ჩამოტვირთვა და ამობეჭდვა. ბეჭდურ ვერსიების შესაძენად შეგიძლიათ მიმართოთ გამომცემლობის ვებგვერდს sulakauri.ge. თვის ბოლომდე ნებისმიერი წიგნის გამოწერის შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებთ.

გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებსაც, რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა შეძლოს განათლების უპრობლემოდ მიღება!

ისწავლეთ და ასწავლეთ ყველგან, სადაც ინტერნეტია!

„სულაკაურის გამომცემლობა“ ჯანმრთელობას გისურვებთ!

Tags: