მათემატიკა 2 ნაწ. 1

მოსწავლის რვეული

5,00 . 6 თვე, 1 გადახდა

ავტორები: ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი

ბეჭდური ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

მოსწავლის რვეული დატვირთულია ისეთი  სავარჯიშოებით, რომლებიც მოსწავლეებს მათემატიკური უნარების, აზროვნებისა და ლოგიკური კავშირების დამყარებაში ეხმარება.

სავარჯიშოების რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას.

რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის.

პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს.

თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში.

მრავალფეროვან სავარჯიშოებში გათვალისწინებულია შესაბამისი ასაკის მოსწავლეთა  ინტერესები და შესაძლებლობები,  ეხმარება მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

II კლასი

საგნები