Description
სომხურენოვან ხელოვნება 8-ის მასწავლებლის წიგნში (Արվեստ 8 Արվեստ) თითოეული თემატური ბლოკი წარმოდგენილია დავალებების მატრიცების სახით. ყოველ მატრიცაში გაკვეთილები დაჯგუფებულია თემატურად და მასწავლებლისთვის წარმოდგენილია მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვები სავარაუდო პასუხებით, თემასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, დაწვრილებითი ინსტრუქციები აქტივობებისთვის, კომპლექსური პროექტების აღწერა და მათი შეფასების სქემები.
მრავალფეროვანი აქტივობები და სააზროვნო შეკითხვები მიზნად ისახავს გავუღვივოთ მოზარდებს:
- მშვენიერების აღქმისა და ემოციური განცდის უნარი;
- დაკვირვების, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი;
- არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
- თვითგამოხატვისთვის სხვადასხვა ტექნიკის შემოქმედებითად გამოყენების უნარი;
- სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვისა და ჩანაფიქრიდან სასრულ ეტაპამდე მიყვანის უნარი;
- გავაცნოთ საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა;
- ჩამოვუყალიბოთ პატივისცემის გრძნობა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის მიმართ;
- ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სამყაროს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა;
- ხელი შევუწყოთ ინტერესიანი, მოაზროვნე, შემოქმედებითი, ტოლერანტული პიროვნების ჩამოყალიბებას.