აღწერა
ქართული ლიტერატურა 9 (მოსწავლის წიგნი) აგებულია სტანდარტში მოცემული თავების მიხედვით და აერთიანებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ და თანამედროვე ტექსტებს, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილია.
სხვადასხვა ჟანრის ტექსტები დამუშავებულია თემატური შეკითხვებისა და მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით. თითოეულ საკითხს ახლავს პრაქტიკული სავარჯიშო წაკითხული ინფორმაციის გასამყარებლად.
- რუბრიკა „ჩვენ გირჩევთ“ აერთიანებს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს დავალების შესასრულებლად.
- რუბრიკა „ეს უნდა იცოდე “ მოიცავს საინტერესო ინფორმაციას, რომელიც აამაღლებს მოსწავლის ზოგადი განათლების დონეს.